Friday, December 11, 2009

წრფივ ორუცნობიან განტოლებათა სისტემა




1.პროექტის სახელი: წრფივ ორუცნობიან განტოლებათა სისტემა
2.პროექტის მოკლე აღწერა: ტექსტური ამოცანების წრფივ ორუცნობიან განტოლებათა სისტემის საშუალებით მოდელირება. მიღებული სისტემის ამონახსნის ინტერპრეტაცია კონტექსტის გათვალისწინებით.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლის წინაშე დგება მნიშვნელოვანი ამოცანა-"ამოხსნას განტოლება", ისეთი პრაქტიკული ამოცანების განხილვა,რომელთა მათემატიკური მოდელი წრფივ ორუცნობიან განტოლებათა სისტემაა. მოსწავლემ უნდა შეძლოს ყოველი კონკრეტული ამოცანისთვის შეარჩიოს ამოხსნის ყველაზე რაციონალური გზა.
4.მონაწილეთა ასაკი: 12-14 წელი
5.ვადები/ხანგრძლივობა: 2-4 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: წრფივ ორუცნობიან განტოლებათა სისტემის ამოხსნა სხვადასხვა ხერხით: გრაფიკულად, ჩასმისა და შეკრების ხერხით, ტესტების, დამოუკიდებული, საკონტროლო სამუშაოების შესრულება, მსჯელობა კლასში, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაციებზე მუშაობა, პრეზენტაციების წარდგენა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: მოსწავლეთა მათემატიკური საქმიანიბის მხარის განვითარება, თეორიული ცოდნის განმტკიცება და გაფართოვება, რიცხვებზე მოქმედებების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განმტკიცება,  სისტემის ამოხსნის ჩვევების ჩამოყალიბება და სისტემის ამონახსნის ცნების გააზრება.
8.სარგებელი სხვებისთვის: გამოთვლითი უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენება
9.სამუშაო ენა: რუსული, ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ნებისმიერი სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები სურვილისამებრ.
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: VIII.5, VIII.7
საბუნებისმეტყველო საგნებთან: ფიზიკა, ქიმია
სისტემების შედგენა, გამოთვლითი ოპერაციების ჩატარება, სისტემების გრაფიკულად წარდგენა.
12.პროექტის ფასილიტატორი: ელმა მეჯანიანი, ქ. თბილისის 98-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი.
13. ფასილიტატორის ელფოსტა: elmamejaniani@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: elmamejaniani.blogspot.com